კითხვაც არ უნდა იმას, რომ მე არ შევწყვეტ მოგზაურობას,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Le Monde-სთან ინტერვიუში განაცხადა.
კითხვაზე - ხელისუფლებას თქვენი იმპიჩმენტის მცდელობა ჰქონდა იმ მოტივით, რომ ნებართვების გარეშე უცხოეთში მოგზაურობით, კონსტიტუცია დაარღვიეთ. ეს მცდელობა მარცხით დასრულდა. დღეს შეგიძლიათ თავისუფლად მოგზაურობა? - პრეზიდენტმა თქვა:
"მე საკონსტიტუციო სასამართლოში შევეწინააღმდეგე ამ ბრალდებას, მიუხედავად იმისა, რომ თავად ის სხვა ინსიტიტუციების მსგავსად, ნაკლებად დამოუკიდებელია. დღეს ეს დახურული საქმეა. მუქარა მუდმივად არის. შესაძლოა, სხვა რამ იპოვონ, მაგრამ კითხვაც არ უნდა იმას, რომ მე არ შევწყვეტ მოგზაურობას".
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press