Foto

პესკოვი - რუსეთის შემდეგი პრეზიდენტი უნდა იყოს ისეთივე, როგორიც ვლადიმერ პუტინია

რუსეთის შემდეგი პრეზიდენტი უნდა იყოს ისეთივე, როგორიც ვლადიმერ პუტინია, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა სტუდენტურ საინფორმაციო არხთან MGIMO 360-თან ინტერვიუში განაცხადა.

რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 17 მარტს არის დაგეგმილი.

ფედერაციის საბჭო არჩევნების თარიღზე ოფიციალურ გადაწყვეტილებას 2023 წლის დეკემბერში მიიღებს, რის შემდეგაც პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა გამართონ წინასაარჩევნო შეხვედრები და კანდიდატები ოფიციალურად დაასახელონ.

რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს უფლება აქვს პრეზიდენტობაზე კენჭი ახალი ვადით იყაროს, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით მას განცხადება ჯერჯერობით არ გაუკეთებია.