ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ მათ გასულ ღამეს დასავლეთ სანაპიროს რეიდისას, ჯენინის ლტოლვილთა ბანაკში 5 ტერორისტი მოკლეს.
თავდაცვის ძალები განმარტავენ, რომ ტერორისტულ უჯრედზე თავდასხმა განხორციელდა მას შემდეგ, რაც მათ ისრაელის სამხედრო ძალებს ცეცხლი გაუხსნეს.
"სამხედრო თვითმფრინავმა გაანადგურა შეიარაღებული ტერორისტული უჯრედი, რომელმაც ისრაელის თავდაცვის ძალებს ცეცხლი გაუხსნა. ჯამში, მოკლულია მინიმუმ ხუთი ტერორისტი" - ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.
პალესტინის სასწრაფო დახმარების სამსახურის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ისრაელის სამხედრო თვითმფრინავის თავდასხმის შედეგად სამი პალესტინელი დაიღუპა. იგივე პოზიციას იზიარებს ტერორისტული დაჯგუფება "ჰამასიც".
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press