წინააღმდეგობის ძალები ღაზას სექტორში ისრაელის არმიასთან ხანგრძლივი ომისთვის მზად არიან, - ამის შესახებ „ჰამასის“ ლიდერმა, ისმაილ ჰანიემ განაცხადა.
ჰანიეს თქმით, „ჰამასის“ შესაძლებლობები უფრო დიდია, ვიდრე მისი მტრის და აღნიშნავს, რომ ის ომიდან მხოლოდ გამარჯვებული გამოვა.
„მტერს თუ სურს ხანგრძლივი ბრძოლა, ჩვენი შესაძლებლობები უფრო დიდია, ვიდრე ჩვენი მტრის და ჩვენს წინააღმდეგობას გადამწყვეტი სიტყვა ექნება მასში. მსოფლიო მოწმე იქნება ალ-ყასამის ბრიგადების და წინააღმდეგობის ფრაქციების მიერ ისრაელის ოკუპაციის დამარცხების ღაზაში, როგორც ეს გააკეთეს 18 წლის წინ. ისინი ვერაფერს მოიმკიან წარუმატებლობის, იმედგაცრუების და დამარცხების მეტს. ღაზის მცხოვრებლებმა და წინააღმდეგობამ ჩაშალა მტრის მიზნები და გეგმები გადაადგილების ან მძევლების იძულებით დაბრუნებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ისმაილ ჰანიემ.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press