მომავალ წელს უკრაინას დამატებით 2 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას გავუწევთ, - ამის შესახებ ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრი კაისა ოლონგრენი სოციალურ ქსელ X-ში (ყოფილი Twitter) წერს.
ოლონგრენის თქმით, ნიდერლანდების მხარდაჭერა უკრაინის მიმართ რუსეთის წინააღმდეგ ომში ურყევი და კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
“ნიდერლანდები 2024 წელს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისთვის 2 მილიარდ ევროს გამოყოფს. ამ მნიშვნელოვანი დახმარების პაკეტით ჩვენ ვაგზავნით მკაფიო სიგნალს, რომ მზად ვართ გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა ახლაც და მომავალშიც”, - წერს ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრი.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press