Foto

ზელენსკი - ისრაელ-„ჰამასის“ ომზე ყურადღების გადატანამ უკრაინისათვის საარტილერიო ჭურვების მიწოდება შეანელა

ჩვენი მარაგები შემცირდა, ახლა ორიენტირებული ვარ დასავლეთიდან დახმარების მიღებაზე, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ზელენსკის თქმით, ახლო აღმოსავლეთისა და "სხვა მიზეზების გამო", დასავლეთის ფოკუსი იცვლება და აღნიშნავს, რომ მათი მხარდაჭერის გარეშე უკრაინა უკან დაიხევს.

"მე ახლა ორიენტირებული ვარ დასავლეთიდან დახმარების მიღებაზე. ახლო აღმოსავლეთისა და სხვა მიზეზების გამო, მათი [დასავლეთის] ფოკუსი იცვლება. მხარდაჭერის გარეშე ჩვენ უკან დავიხევთ", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.