ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინის ენერგეტიკული სისტემის მდგრადობის გასაძლიერებლად კიდევ 500 მილიონი დოლარის გამოყოფას გეგმავს, - ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ენერგეტიკის საკითხებში, ჯეფრი პიატმა განაცხადა.
პიატის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ცდილობდა, რომ უკრაინელი ხალხის ნების დასარღვევად იარაღად ზამთრის სიცივე გამოეყენებინა.
"შეერთებულმა შტატებმა უკვე გამოყო 520 მილიონ დოლარზე მეტი უკრაინის ენერგეტიკის სექტორის დასახმარებლად. ვიცით, რომ კიდევ 500 მილიონი დოლარი გზაშია. ვლადიმერ პუტინი ცდილობდა, უკრაინელი ხალხის ნების დასარღვევად, ზამთარი და ზამთრის სიცივე გამოეყენებინა იარაღად, დარწმუნებული ვარ, ის მარცხს განიცდის", - განაცხადა პიატმა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press