ღაზას 35 საავადმყოფოდან 26 დაიხურა დაბომბვის ან საწვავის ნაკლებობის გამო. ამის შესახებ პალესტინის ხელისუფლების ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ მოხსენებაშია ნათქვამი.
მათივე ცნობით , ბოლო ექვსი დღის განმავლობაში ალ-შიფას საავადმყოფოში 40-ზე მეტი პაციენტი, მათ შორის სამი ნაადრევი ბავშვი გარდაიცვალა.
„ექიმები იძულებულნი არიან ჩაატარონ ოპერაციები ანესთეზიის გარეშე, მათ შორის ისრაელის დაბომბვის შედეგად დაჭრილთათვის და ქალებისთვის, რომლებსაც უტარდებათ საკეისრო კვეთა", - ნათქვამია პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press