Foto

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო - ღაზას 35 საავადმყოფოდან 26 დაიხურა

ღაზას 35 საავადმყოფოდან 26 დაიხურა დაბომბვის ან საწვავის ნაკლებობის გამო. ამის შესახებ პალესტინის ხელისუფლების ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ მოხსენებაშია ნათქვამი.

მათივე ცნობით , ბოლო ექვსი დღის განმავლობაში ალ-შიფას საავადმყოფოში 40-ზე მეტი პაციენტი, მათ შორის სამი ნაადრევი ბავშვი გარდაიცვალა.

„ექიმები იძულებულნი არიან ჩაატარონ ოპერაციები ანესთეზიის გარეშე, მათ შორის ისრაელის დაბომბვის შედეგად დაჭრილთათვის და ქალებისთვის, რომლებსაც უტარდებათ საკეისრო კვეთა", - ნათქვამია პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.