საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ბელგიასა და მის მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე ქართული კულტურისადმი მიძღვნილი ფესტივალი „ევროპალია-საქართველო“ წარმატებით გრძელდება. ბოიან ჯორჯევის წარმოდგენა - „ფერის პოლიტიკა - ქრომოპოლიტიკა“ გაიმართა ევროპის სამ ქალაქში. ბრიუსელის ნატიფი ხელოვნების ცენტრ „ბოზარში“ სპექტაკლი 3 დეკემბერს გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები - თამარ წულუკიძე და მაგდა გურული დაესწრნენ. 30 ნოემბერსა და 1 დეკემბერს წარმოდგენები გაიმართა ანტვერპენში, 2 დეკემბერს კი პერფორმანსს ბრიუგეში მუსიკის, სცენის, ლიტერატურისა და თანამედროვე ხელოვნების ცენტრმა უმასპინძლა.
„ფერის პოლიტიკა“ თბილისის არქიტექტურას ეფუძნება.
წარმოდგენაში დიდი ზომის მოზაიკები და ტრადიციული ქართული ხალიჩებია გამოყენებული. მეთოჯინეები, მთხრობელი და მუსიკოსი მაყურებლის მეგზურებად იქცევიან, რათა მათთან ერთად ამოხსნან ტრადიციისა და თანამედროვეობის ურთიერთობის თავსატეხი, რომელიც ფერადოვანი, მრავალშრიანი ხალიჩის სახით გვევლინება.
პროექტის ფარგლებში ბოიან ჯორჯევი მუშაობს ქართულ მხარესთან ერთად. ტექსტის ავტორია ალექსანდრა აროშვილი, მუსიკის - ბესიკ კაფჩელაიშვილი; პროექტის თანაკურატორია ანა ჩორგოლაშვილი. სცენის დიზაინის ავტორია სინიჩა ილიჩი; მეთოჯინები არიან ნინო ნამიჭეიშვილი და ლუკა გერგედავა; მთხრობელია ვლადისალავა ჯირჯიევიჩი, ხოლო მთარგმნელ-რედაქტორი - ელენე კობიძე.
შეგახსენებთ: საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით „ევროპალია-საქართველოს“ ეგიდით, მიმდინარე წლის 4 ოქტომბრიდან 2024 წლის თებერვლის ჩათვლით, ბელგიასა და მის მოსაზღვრე ქვეყნებში მასშტაბური და მრავალფეროვანი ღონისძიებები იმართება.
ევროპელ საზოგადოებას ოთხი თვის განმავლობაში შეუძლია ნახოს ეროვნული საგანძურის ორი მასშტაბური და ისტორიული მნიშვნელობის გამოფენა - „ავანგარდი საქართველოში - 1900-1936“ (ბრიუსელის ნატიფი ხელოვნების ცენტრ „ბოზარში“) და „საქართველო - შეხვედრების ადგილი“ (ბრიუსელის ისტორიისა და ხელოვნების სამეფო მუზეუმში).
„ევროპალია-საქართველოს“ ფარგლებში გამართულ ღონისძიებებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვების წინ საქართველოსთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
2023 წლის „ევროპალია-საქართველოს“ საფესტივალო პროგრამა იხილეთ ბმულზე:
https://europalia.eu/…/europali…/europalia-georgia-programme;
პერფორმანსის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://europalia.eu/…/bojan-djordjev-politics-of-colours…
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით რუსთაველის ერო...
დღეს, 10 ნოემბერს გელათის რეაბილიტაციის კო...
1-ელ ოქტომბერს, Starring Georgia-ს ფარგლებში, ს...
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილ...
Mana press