„საქართველოს ფოსტა“ მასპინძლობს გამოფენას „თქვენს სახელზე 1805 წლიდან“, რომელზეც წარმოდგენილია საქართველოს ეროვნული არქივიდან მოპოვებული, საფოსტო საქმიანობის ამსახველი, ისტორიული წერილები და უნიკალური ფოტო-ვიდეო მასალა. აგრეთვე, ღონისძიებაზე გამოფენილია ფოსტის ფონდში დაცული საკოლექციო მარკები. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ფოსტა“ ავრცელებს.
„საქართველოს ფოსტის“ ცნობით, გამოფენა „თქვენს სახელზე 1805 წლიდან“ გრძელდება 5 დეკემბრიდან, 10 დეკემბრის ჩათვლით და ნებისმიერ მსურველს ექნება შესაძლებლობა გაეცნოს საქართველოში საფოსტო საქმიანობის ისტორიას. სიმბოლურია, რომ გამოფენა იმართება ფოსტის ისტორიული განყოფილების ტერიტორიაზე, სადაც ამჟამად განთავსებულია სასტუმრო Radisson Red Tbilisi.
„საქართველოს ფოსტა“ საქართველოს უმსხვილესი ეროვნული საფოსტო ოპერატორია, რომელიც გამოირჩევა როგორც მომსახურების დიდი არჩევანით, ასევე სერვისცენტრების ყველაზე ფართო ქსელით. „საქართველოს ფოსტა“ მთელი ქვეყნის მასშტაბით 80 სერვისცენტრით არის წარმოდგენილი. კომპანიის მიზანია მომხმარებელი უზრუნველყოს უნივერსალური საფოსტო მომსახურების სფეროში შემავალი სერვისებით“, - ნათქვამია „საქართველოს ფოსტის“ ინფორმაციაში.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
სახალხო დამცველის აპარატის განცხადება პოლიციელე...
Mana press