თოვისა და ლიპყინულის გამო, გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
გზების დეპარტამენტის ცნობით, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
"თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ფიზიკით, მათემატიკით, საბუნებისმეტყველო მეცნიერ...
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი ...
საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგ...
- საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარ...
31 მარტს თბილისში საპროტესტო აქცია და რამდენიმე...
Mana press