ანექსირებულ ყირიმში, ქერჩში გაზსადენზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტულია მედია "რია ნოვოსტი" ავრცელებს.
მედიის ცნობით, მომხდარის გამო, 30 ათასამდე აბონენტს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა.
ქალაქის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სვიატოსლავ ბრუსაკოვის განცხადებით, გაზსადენის აღდგენა დღის ბოლომდე იგეგმება.
"ვგეგმავთ, რომ დღის ბოლომდე დასრულდეს სამუშაოები, რის შემდეგაც ამოქმედდება საქვაბე ოთახი და განახლდება გაზმომარაგება",- წერს ბრუსაკოვი Telegram-ზე.
ცნობისთვის, ქერჩში საშუალო წნევის გაზსადენზე ხანძარი პარასკევს ღამით გაჩნდა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press