მისი წარსულიდან, მისი განცხადებებიდან და ქმედებებიდან გამომდინარე, ნიკანორ მელიას თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ პუფი და თუ ვინ ჩამოჯდება ახლა ამ პოლიტიკურ პუფზე, ამასაც მალე დაინახავს ჩვენი საზოგადოება,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, "უპრინციპობის და უთავმოყვარეობის შემდეგ, რა სერიოზულ პოლიტიკურ განაცხადზე შეიძლება იყოს საუბარი".
"მას შემდეგ, რაც ის პრაქტიკულად გააგდეს „ნაციონალური მოძრაობიდან“, თქვენ ხედავდით ამ თვეების განმავლობაში, როდესაც მას "ნაციონალური მოძრაობის“ კარს უკეტავდნენ, როგორ ცდილობდა, რომ როგორმე გადამძვრალიყო ფანჯრიდან. მისი წარსულიდან, მისი განცხადებებიდან და ქმედებებიდან გამომდინარე, ნიკანორ მელიას თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ პუფი და თუ ვინ ჩამოჯდება ახლა ამ პოლიტიკურ პუფზე, ამასაც მალე დაინახავს ჩვენი საზოგადოება. უპრინციპობის და უთავმოყვარეობის შემდეგ, რა სერიოზულ პოლიტიკურ განაცხადზე შეიძლება იყოს საუბარი“,- თქვა ღუდუშაურმა.
შეგახსენებთ, გუშინ, 7 დეკემბერს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პარტიის დატოვების შესახებ განაცხადა. მელიას თქმით, ახალ პარტიას აფუძნებს.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press