რამდენიც არ უნდა ეცადოს რუსი ოლიგარქი შიდა მტრობის და შუღლის გაღვივებას (ეს სუფთა რუსული ტექნოლოგიაა), მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან არჩევნებში ჩვენ მას დავამარცხებთ!- ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ექსპრეზიდენტის განცხადებით, "გამარჯვების კოალიციამ" და “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” საარჩევნო სია "ერთად უნდა ჩამოაყალიბონ უკვე არსებული დემოკრატიული ტრადიციით, პარტიის წევრების მიერ ჩატარებული ელექტრონული კენჭისყრით".
"ეს საშუალებას მოგვცემს, სერიოზულად განვაახლოთ პოლიტიკური სპექტრი. ჩვენ არ დავკარგავთ არცერთ დღეს არსებულ ხმას, არამედ პირიქით, გავაფართოებთ ჩვენს საარჩევნო ბაზას.
მინდა შეგახსენოთ, რომ 2003 წლის არჩევნების წინ დიდი ოპოზიციური არხები ყველაზე ნაკლებად "ნაციონალურ მოძრაობას" სწყალობდნენ, მაგრამ ჩვენ გამოგვყვა ხალხი, რადგან სწორედ ჩვენ განვასახიერებდით რეჟიმთან შეურიგებლობას და ჩვენ გვქონდა მომავლის ყველაზე სწორი ხედვა.
მე, ჩემს თანამებრძოლებთან ერთად, ეს რეჟიმი ვერასდროს გაგვტეხს და ჩვენ აუცილებლად ფართოდ გავშლით ჩვენს ხედვას და რაც მთავარია, ხალხმა იცის, მე ყოველთვის ვასრულებ იმას, რასაც ვამბობ",- წერს სააკაშვილი "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press