რუსეთს უკრაინის, დაახლოებით, 28 ათასი მშვიდობიანი მოქალაქე ტყვეობაში ჰყავს, - ამის შესახებ უკრაინის სახალხო დამცველმა, დმიტრო ლუბინეცმა განაცხადა.
ლუბინეცმა საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, რომ უკრაინას მისი მოქალაქეების უკან დაბრუნებაში დაეხმაროს.
"დღეის მდგომარეობით, უკრაინის 28 ათასი მოქალაქე რუსეთის ფედერაციის ტყვეობაშია. ჩვენ ვერ ვამოწმებთ მათ მდგომარეობას, ვერ შევდივართ რუსეთის ციხეებში, ვერ ვაწვდით მედიკამენტებს. კიდევ ერთხელ მივმართავთ საერთაშორისო საზოგადოებას, დაგვეხმარეთ ჩვენი მოქალაქეების დაცვაში, დაგვეხმარეთ მათ დაბრუნებაში!", - განაცხადა ლუბინეცმა.
ცნობისთვის, მანამდე, ლუბინეცმა განაცხადა, რომ რუსეთში უკანონოდ 19 540-ზე მეტი უკრაინელი ბავშვია დეპორტირებული.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press