აშშ-ის მხრიდან უკრაინისთვის სამხედრო და ფინანსური დახმარების შეჩერება პუტინისა და სი ძინპინისთვის ნამდვილი საშობაო საჩუქარი იქნება, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ კამერონმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან ერთად გამართულ პრესკონფერფენციაზე განაცხადა.
კამერონის თქმით, თუ უკრაინას ფული არ გადაეცემა, "დედამიწაზე ორი ადამიანი იქნება, ვისაც ეს გაუხარდება", ერთი რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, ხოლო მეორე - ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი.
"ჩვენ მათ [უკრაინელებს] უნდა დავეხმაროთ და დავრწმუნდეთ, რომ ვინმე თუ წააგებს, ეს პუტინი იქნება. თუ უკრაინას ფული არ გადაეცემა, დედამიწაზე ორი ადამიანი იქნება, ვისაც ეს გაუხარდება, ერთი პუტინი, ხოლო მეორე სი ძინპინი პეკინში. თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე არ ვაპირებ, რომელიმე ამ ადამიანს საშობაო საჩუქარი გავუკეთო", - განაცხადა დევიდ კამერონმა.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დაფინანსების შესახებ კანონპროექტის კენჭისყრა დაბლოკა.
კანონპროექტის ჩავარდნის მიზეზი სენატში გამართული პროცედურული კენჭისყრის დროს წინსვლისთვის საკმარისი ხმები არქონა გახდა.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press