თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ნისლისა და ცუდი ხილვადობის გამო, რამდენიმე ავიარეისი ვერ დაჯდა. ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი თბილისის საერთაშორისო აეროპორტზე დაყრდნობით ავრცელებს.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ინფორმაციით, ისინი სათადარიგო აეროპორტებში გაფრინდნენ.
მათივე ცნობით, ვერ შესრულდა „კატარის ავიახაზების“ რეისი დოჰა-თბილისი, რომელიც დაჯდა ერევანში, ავიაკომპანია „აზიმუტის“ რეისი მოსკოვი-თბილისი დაჯდა ქუთაისში და „ჯაზირას“ ავიახაზები ქუვეითი-თბილისი ასევე დაჯდა ერევანში.
თბილისში დღევანდელი რეისები გააუქმეს „პეგასუსმა“ და „თურქეთის ავიხაზებმა“ , ორივე სტამბოლი-თბილისის რეისი იყო.
ქართველი ლიტერატურათმცოდნე, მწერალი, ესეისტი, &...
16 მაისამდე საქართველოში სეტყვა და ქარია მოსალო...
ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქ...
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამა...
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქართვ...
Mana press