Foto

თეთრი სახლი - 2024 წლის ბოლომდე, რუსეთი უკრაინის პირობების საფუძველზე მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა დაჯდეს

2024 წლის ბოლომდე, რუსეთი უკრაინის პირობების საფუძველზე მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა დაჯდეს, - ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწის პირველმა მოადგილემ, ჯონათან ფაინერმა განაცხადა.

ფაინერის თქმით, აშშ-ის მიზანია, რომ წლის ბოლომდე უკრაინა აღმოჩნდეს ისეთ პოზიციაზე, რომ რუსეთი არჩევანის წინაშე დააყენოს - ან დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, ან „ებრძოლოს გაცილებით უფრო ძლიერ უკრაინას".

„გვსურს, რომ მომავალი წლის ბოლოს უკრაინელები ისეთ პოზიციებზე აღმოჩნდნენ, რომ რუსეთს მოუწიოს გადაწყვეტილების მიღება: დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან უკრაინისთვის ხელსაყრელი პირობების საფუძველზე ან ებრძოლოს გაცილებით უფრო ძლიერ უკრაინას“, - განაცხადა ფაინერმა.