გერმანიის ელჩი პიტერ ფიშერი უნგრეთისა და ევროკავშირის მიმდინარე უთანხმოებაზე საუბრისას საქართველოს ურჩევს, მეგობრები გონივრულად აირჩიოს. ამის შესახებ ფიშერმა ტელეკომპანია “ფორმულასთან” საუბრისას.
უნგრეთის პრემიერის მოსალოდნელი ვეტო უკრაინაზე ფიშერმა დაუკავშირა ბუდაპეშტის სურვილს, მიიღოს გაყინული თანხა, რომელზე წვდომაც მას აღარ აქვს.
"პირველი გაკვეთილი - აირჩიეთ მეგობრები გონივრულად. ამ წევრ ქვეყანას [უნგრეთს] სურს, რომ გამოყონ ევროკავშირის გარკვეული ფონდები, რომლებიც შეჩერებული იყო. ეს მოხდა, რადგან ევროკავშირმა განსაზღვრა, რომ ამ წევრმა ქვეყანამ დაარღვია კანონის უზენაესობის გარკვეული პრინციპები და ზოგიერთი თანხა არ იყო სწორად გამოყენებული.
მეორე გაკვეთილი არის სწორედ ის, რომ ჩვენ ვართ ღირებულებებზე დაფუძნებული კავშირი. ამ ღირებულებებით კი გამომდინარეობს წესები. როდესაც თქვენ, ქართველ მეგობრებს გესაუბრებით, მიყვარს თქმა, რომ საიდუმლო არ არის, თუ როგორ უნდა შეუერთდეთ ევროკავშირს. ყველაფერი შავით თეთრზე წერია", - განაცხადა ფიშერმა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press