Foto

ზელენსკი - გვჯერა, რომ ევროკავშირი უკრაინისთვის მიცემულ დაპირებას შეასრულებს

გვჯერა, რომ ევროკავშირი უკრაინისთვის მიცემულ დაპირებას შეასრულებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ზელენსკის თქმით, უკრაინის პრიორიტეტია ყველა იმ გადაწყვეტილების სრულად განხორციელება, რაც ევროპულ გზაზე აუცილებელია

“ამ კვირაში კრიტიკულად მნიშვნელოვან ხმებს ველოდებით უკრაინის უმაღლესი რადასგან - ზოგიერთ მათგანზე დღეს პრემიერ-მინისტრს ვესაუბრეთ. ეს ეხება როგორც იმას, რასაც ჩვენგან მოელიან კრედიტორებთან ურთიერთობაში, ასევე იმასაც, თუ რა უნდა გააკეთოს უკრაინამ ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყების მომზადების ფარგლებში. ჩვენი პრიორიტეტია ყველა იმ გადაწყვეტილების სრულად განხორციელება, რაც აუცილებელია უკრაინის ევროპულ გზაზე. ჩვენ გვჯერა, რომ ევროკავშირი შეასრულებს უკრაინისთვის მიცემულ დაპირებას", - განაცხადა ზელენსკიმ.