ველოდებით, რომ უკრაინის ძალისხმევა ღირსეულად იქნება შეფასებული ევროკავშირის ლიდერების მიერ და უკრაინისთვის მიცემული ევროპული დაპირებები შესრულდება, - ამის შესახებ ყოველდღიურ მიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
ზელენსკის თქმით, უკრაინის რადამ, ევროკომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, აუცილებელი კანონებიც მიიღო და ვენეციის კომისიის დასკვნები გაითვალისწინა.
„უკრაინა ყველა ვალდებულებას ასრულებს. ჩვენ უკვე არაერთხელ დავამტკიცეთ ეს. დღეს უკრაინის რადამ მიიღო აუცილებელი კანონები ევროკომისიის რეკომენდაციებთან შესაბამისად ანტიკორუფციულ და ეროვნული უმცირესობების უფლებების სფეროში. გათვალისწინებულია ვენეციის კომისიის დასკვნები – კონკრეტულად, ეროვნულ უმცირესობებთან დაკავშირებით. ველოდებით, რომ უკრაინის ძალისხმევა იქნება ღირსეულად შეფასებული ევროკავშირის ლიდერების მიერ და უკრაინისთვის მიცემული შესაბამისი ევროპული დაპირებები შესრულდება. ჩვენ გვქონდა შვიდი რეკომენდაცია - ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რასაც ჩვენგან დეკემბერში ელოდნენ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press