აშშ-მა ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციას ვეტო დაადო. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გაეროს უსაფრთხოების საბჭოში აშშ-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ არცერთი ქვეყანა არ უნდა შეეგუოს იმას, რაც "ჰამასმა" ჩაიდინა 7 ოქტომბერს, აღნიშნული რეზოლუცია კი ამბობს, "რომ ისრაელმა, უბრალოდ, უნდა მოითმინოს ეს".
"არცერთი ქვეყანა არ უნდა შეეგუოს იმას, რაც "ჰამასმა" ჩაიდინა 7 ოქტომბერს. რომელიმე ჩვენს ქვეყანაზე რომ ასეთი თავდასხმა განეხორციელებინათ, ყველას გვექნებოდა მოლოდინი, რომ ეს საბჭო კიდევ ერთხელ დაადასტურებდა ჩვენს უფლებებს, დაგვეცვა ჩვენი მოქალაქეები. რეზოლუციის ყველაზე არარეალური ნაწილია მისი მოწოდება ცეცხლის უპირობო შეწყვეტის შესახებ. ეს, უბრალოდ, დატოვებს "ჰამასს" ადგილზე, შეძლებს, გადაჯგუფდეს და გაიმეოროს ის, რაც გააკეთა 7 ოქტომბერს. ეს რეზოლუცია არსებითად ამბობს, რომ ისრაელმა, უბრალოდ, უნდა მოითმინოს ეს", - განაცხადა აშშ-ის წარმომადგენელმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press