Foto

კირბი - პუტინი ელის, რომ აშშ უკრაინის მხარდაჭერას შეწყვეტს, რაც მისთვის დიდი საჩუქარი იქნება

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ელის, რომ აშშ უკრაინის მხარდაჭერას შეწყვეტს, რაც მისი თქმით, მისთვის დიდი საჩუქარი იქნება, - ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

კირბის თქმით, უკრაინის დახმარება აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებშია.

"თუ შეერთებული შტატები უკრაინის მხარდაჭერას შეწყვეტს, მისი საფასურის გადახდა ამერიკელებს საკუთარი სისხლით მოუწევთ. პუტინი ელის, რომ აშშ უკრაინის მხარდაჭერას შეწყვეტს, რაც მისთვის დიდი საჩუქარი იქნება.

რუსეთის პრეზიდენტი ომის დაწყებიდანვე იმედოვნებდა მოვლენების ასეთ განვითარებას, რადგან არ სჯეროდა, რომ დასავლეთი და ნატო შეიძლებოდა დარჩენილიყო ერთიანი, რომ შეერთებულ შტატებს შეიძლებოდა საკმარისი ძალა ჰქონოდათ", - განაცხადა კირბიმ.