ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანსა და გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტერეშს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
საუბრისას ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ აშშ-ის მიერ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციისთვის ვეტოს დადების გამო ახლო აღმოსავლეთის რეგიონში სიტუაციის უკონტროლო აფეთქების საშიშროება არსებობს.
„ვიდრე ამერიკა მხარს უჭერს სიონისტური რეჟიმის დანაშაულებს და ომის გაგრძელებას, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში სიტუაციის უკონტროლო აფეთქების საშიშროება არსებობს“, - განაცხადა ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანმა.
გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას, რომელიც ღაზის სექტორში დაუყოვნებლივი ჰუმანიტარული პაუზისკენ მოწოდებას ითვალისწინებდა, აშშ-მა ვეტო დაადო.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press