Foto

ზურაბიშვილი - ჩვენ გვინდა ევროპა - მოლოდინი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება

ევროინტეგრაციის მხარდამჭერს სახალხო მარშს საქართველოს პრეზიდენტი ევროპის მოედანზე შეუერთდა.

იმედი გამოთქვა, რომ 14-15 დეკემბერს ევროპული საბჭო ევროკომისიის რეკომენდაციას გაითვალისწინებს და საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს.

"ევროკომისიამ უკვე თავისი აზრი თქვა და ახლა ველოდებით ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას და მათგან მე ველოდები, რომ გაითვალისწინებენ ერთის მხრივ, მიღებულ რეკომენდაციებს და გაითვალისწინებენ ასევე ადამიანების აზრს, რომელიც აქ არის გამოხატული ამ დონეზე. ეს არის მშვიდობიანი მარში, მშვიდობიანი გამოხატულება ადამიანების აზრის და ნების, რაც მთელ ამ პერიოდში სხვადასხვა ინიციატივებით გამოიხატა და ეს არის ბოლო ინიციატივა, რომელსაც ყველანი ვუერთდებით და რომლითაც ჩვენ გამოვთქვამთ იმ მთავარ მოწოდებას ევროკავშირისთვის, რომ ჩვენ გვინდა ევროპა", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, ევროპის მოედანზე ევროკავშირის დროშა გაშალეს