11-12 დეკემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, დარჩიაშვილი მონაწილეობას მიიღებს აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალში, სადაც განხილული იქნება აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში არსებული თანამშრომლობა, აქცენტი გაკეთდება 2022-2023 წლებში მიღწეულ შედეგებსა და სამომავლო პერსპექტივებზე.
მათივე ინფორმაციით, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი შეხვედრებს ევროპელ კოლეგებთან და ევროკომისიის წარმომადგენლებთან გამართავს.
ამ ტიპის ბევრი რეზოლუცია გვინახავს, ამ რეზოლუცი...
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა...
ვღელავ საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების ...
პოლონეთის საელჩო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, ...
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ...
Mana press