ადგილობრივი მილიციის მხრიდან ფიზიკური ანგარიშსწორების შედეგად ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა, ადამიანის უფლებები უმოწყალოდ ილახება ოკუპირებულ ტერიტორიებზე,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი X-ზე [ყოფილ Twitter-ზე] წერს.
ზურაბიშვილის თქმით, "მწუხარე 75-ე წლისთავია".
"ადგილობრივი მილიციის მხრიდან სასტიკი ფიზიკური ანგარიშსწორება, რის შედეგადაც ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე თემურ კარბაია დაიღუპა, არის ტრაგიკული შეხსენება იმისა, რომ ადამიანის ელემენტარული უფლებები უმოწყალოდ ილახება რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მწუხარე 75-ე წლისთავია",- წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press