კიდევ ერთი სამწუხარო ფაქტი მოხდა, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ოკუპაციის სიმძიმეს,- ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქის დაღუპვას.
პაპუაშვილის განცხადებით, შემთხვევა აჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ოკუპაცია რაც შეიძლება მალე დასრულდეს.
"დღეს, ადამიანის უფლებების დაცვის დღეს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ამ პერსპექტივითაც შევხედოთ, რომ ოკუპაცია გუსლიოსხმობს არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის რღვევას, არამედ ეს უპირველეს ყოვლისა, გულისხობს ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვას იმ რეგიონებში, რომელიც ოკუპაციის ქვეშ არის. ეს არის ის ზონა, რომელიც მათ შორის სტრასბურგის სასამართლოს მიერ აღიარებულია, რომ არის რუსეთის ეფექტური კონტროლის ქვეშ. შესაბამისად, ოკუპაციის გამოწვევა ამ მხირვაც არის მნიშვნელოვანი, რომ ადამიანის უფლებების მხრივ არის მძიმე მდგომარეობა. ვუსამძიმრებ მის ოჯახს და ეს კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ოკუპაცია რაც შეიძლება მალე დასრულდეს“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა, რომლის კომენტარსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
ცნობისთვის, ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქეს, თემურ კარბაიას საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. მილიციის თანამშრომლები ფიზიურად გაუსწორდნენ, რის შედეგადაც, ის საავადმყოფოში მიყვანისთანავე დაიღუპა.
საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყავე...
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
Mana press