ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 12 დეკემბერს, თეთრ სახლში უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის უმასპინძლებს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN თეთრ სახლზე დაყრდნობით ავრცელებს.
აშშ-ში ვოლოდიმირ ზელენსკის დღის წესრიგთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა უკრაინის პრეზიდენტის ოფისმა, რომლის ცნობითაც, ქვეყნის მეთაური შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტით 11 დეკემბერს ჩავა.
"ზელენსკი ყურადღებას გაამახვილებს აშშ-ის, ევროპისა და მსოფლიოს ერთიანობის უზრუნველყოფაზე, რათა დაუჭირონ მხარი უკრაინას, დაიცვას თავი რუსული ტერორისგან, ასევე საერთაშორისო წესრიგის განმტკიცებაზე, რომელიც დაფუძნებულია წესებსა და თითოეული ერის სუვერენიტეტის პატივისცემაზე.
ვაშინგტონში მოლაპარაკებების მთავარ თემებს შორის იქნება უკრაინასა და აშშ-ს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაგრძელება, კერძოდ, ერთობლივი პროექტები იარაღისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების წარმოებისთვის",- ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ოფიციალურ ინფორმაციაში.
თავის მხრივ, თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ბაიდენისა და ზელენსკის შეხვედრა "ხაზს უსვამს შეერთებული შტატების ურყევ ერთგულებას უკრაინის ხალხის მხარდასაჭერად".
ცნობისთვის, ეს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ამერიკის შეერთებულ შტატებში რიგით მესამე ვიზიტია უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ. ზელენსკი ვაშინტონში ბოლოს მიმდინარე წლის სექტემბერში იმყოფებოდა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press