Foto

ლანდსბერგისი - იმედია, ვიპოვით აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის ახალ ფორმას - ბევრი ქვეყანა, მათ შორის საქართველო ახლოს იქნება EU-სთან

ვიმედოვნებ, რომ ვიპოვით აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის ახალ ფორმას, რაც ნიშნავს იმას, რომ ბევრი ქვეყანა პარტნიორობის ფარგლებში იქნება იმაზე ახლოს ევროკავშირთან, ვიდრე როდესმე, მათ შორის, საქართველო,- ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმე მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა.

ლანდსბერგისმა ბრიუსელში, სადაც დღეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომა და "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტერიალი იმართება, თქვა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ბედი კვირის ბოლოს მისაღებ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.

"აღმოსავლეთ პარტნიორობის ბედი იმ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, რომელიც პარასკევს იქნება მიღებული. ვფიქრობ, ამის შემდეგ აღმოსავლური პარტნიორობა სულ სხვაგვარი იქნება. რა მხრივ სხვაგვარი, ამის თქმა ჯერ ძალიან ადრეა.

ვიმედოვნებ, რომ ვიპოვით აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის ახალ ფორმას, რაც ნიშნავს იმას, რომ ბევრი ქვეყანა პარტნიორობის ფარგლებში იქნება იმაზე ახლოს ევროკავშირთან, ვიდრე ოდესმე, მათ შორის, საქართველო",- განაცხადა ლანდსბერგისმა.