ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-საქართველოს მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, მთავრობის საქმიანობის დადებითი შეფასება 10 პროცენტითაა გაზრდილი.
შეკითხვაზე: გთხოვთ, მითხრათ, როგორ შეაფასებდით არსებული მთავრობის საქმინობას? პასუხები ასე გადანაწილდა:
კვლევის თანახმად, მთავრობის საქმიანობას დადებითად ყველაზე მეტად უმცირესობების დასახლებები აფასებენ, ასევე, 35-54 წლის ადამიანები.
კვლევის მიხედვითვე, მთავრობის საქმიანობის დადებითმა შეფასებამ ყველაზე მეტად სოფლებში, ახალგაზრდებსა და გადაუწყვეტლებში მოიმატა.
რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილს, უმრავლესობა პრემიერის საქმიანობას საშუალოდ ან კარგად აფასებს.
შეკითხვაზე: გთხოვთ, მითხრათ, როგორ შეაფასებდით პრემიერ-მინისტრის საქმიანობას? პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:
ცნობისთვის, NDI-ის ინფორმაციით, აღნიშნული ანგარიში 14 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირი გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,068 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2,2 პროცენტია.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press