Foto

NDI - საქართველოს მთავრობის საქმიანობას დადებითად 54% აფასებს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-საქართველოს მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, მთავრობის საქმიანობის დადებითი შეფასება 10 პროცენტითაა გაზრდილი.

შეკითხვაზე: გთხოვთ, მითხრათ, როგორ შეაფასებდით არსებული მთავრობის საქმინობას? პასუხები ასე გადანაწილდა:

  • კარგად - 54%;
  • ცუდად - 38%;
  • არ ვიცი - 6&;

კვლევის თანახმად, მთავრობის საქმიანობას დადებითად ყველაზე მეტად უმცირესობების დასახლებები აფასებენ, ასევე, 35-54 წლის ადამიანები.

კვლევის მიხედვითვე, მთავრობის საქმიანობის დადებითმა შეფასებამ ყველაზე მეტად სოფლებში, ახალგაზრდებსა და გადაუწყვეტლებში მოიმატა.

რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილს, უმრავლესობა პრემიერის საქმიანობას საშუალოდ ან კარგად აფასებს.

შეკითხვაზე: გთხოვთ, მითხრათ, როგორ შეაფასებდით პრემიერ-მინისტრის საქმიანობას? პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • კარგად - 29%;
  • საშუალოდ - 37%;
  • ცუდად - 26%;
  • არ ვიცი - 7%;
  • უარი პასუხზე - 1%.

ცნობისთვის, NDI-ის ინფორმაციით, აღნიშნული ანგარიში 14 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირი გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,068 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2,2 პროცენტია.