საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პრაღაში ჩეხეთის პრეზიდენტ პეტრ პაველს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჩეხური მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური დახვედრის ცერემონია ჩეხეთის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა, რის შემდეგაც დაგეგმილია ორი ქვეყნის ლიდერის ორმხრივი მოლაპარაკებები.
როგორც ჩეხური მედია წერს, პეტრ პაველს სურს, 14-15 დეკემბერს დაგეგმილი ევროპული საბჭოს სხდომამდე, საქართველოს მხარდაჭერა გამოუცხადოს.
ჩეხეთის პრეზიდენტის ოფისში აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილს განიხილავენ პოლიტიკოსად, რომელსაც საქართველოს ევროპული ღირებულებების წინ წაწევაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press