Foto

მედია - დევიდ კამერონმა შოტლანდიის მთავრობა გააფრთხილა, რომ შოტლანდიის მინისტრებთან თანამშრომლობას შეწყვეტს

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ კამერონმა შოტლანდიის მთავრობა გააფრთხილა, რომ შოტლანდიის მინისტრებთან თანამშრომლობას შეწყვეტს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Guardian-ი ავრცელებს.

აღნიშნული გადაწყვეტილება კამერონმა მას შემდეგ მიიღო, რაც შოტლანდიის პირველი მინისტრი, ჰუმზა იუსაფი თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს დიდი ბრიტანეთის ოფიციალური პირების გარეშე შეხვდა. 

როგორც კამერონი აღნიშნავს, შოტლანდიის პირველი მინისტრის თურქეთის პრეზიდენტთან შეხვედრითა და ღაზას სექტორის განხილვით პროტოკოლი დაირღვა.