Foto

ზელენსკი - უკრაინა რუსეთს სრულმასშტაბურ აგრესიულ და სასტიკ ომს არ აპატიებს

უკრაინა რუსეთს სრულმასშტაბურ აგრესიულ და სასტიკ ომს არ აპატიებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ზელენსკის თქმით,  რუსები თავიანთი მიზნების რეალიზებას უკრაინის წინააღმდეგ ომში ვერ შეძლებენ.

"არავის სურს რუსეთის პატიება. მათ არავინ აპატიებს. და, რა თქმა უნდა, უკრაინის ოკუპირებას ვერ შეძლებენ. რა თქმა უნდა, ეს არის მომენტი, როდესაც უკან ვერ დავბრუნდებით, რადგან მათ ამდენი ადამიანი მოკლეს და ყველა ოჯახში გვაქვს რაიმე სახის დანაკარგი", - განაცხადა ზელენსკიმ.