კონფლიქტის გაყინვა ნიშნავს არა მხოლოდ უკრაინის ტერიტორიის ოკუპირებული ნაწილის და იქ მცხოვრები ხალხის მიტოვებას, არამედ რუსეთის განუწყვეტელ ძალადობას ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა.
ბერბოკის თქმით, უკრაინაში კონფლიქტის გაყინვა ნიშნავს, რომ ევროპისთვის საფრთხე შენარჩუნდება.
"პუტინის განცხადებები ცხადყოფს, რომ საუბარია არა მხოლოდ აღმოსავლეთ უკრაინის რეგიონებზე, არამედ მთელი ქვეყნის დამორჩილებაზე. აქედან გამომდინარე, კონფლიქტის გაყინვა ნიშნავს არა მხოლოდ უკრაინის ტერიტორიის ოკუპირებული ნაწილის და იქ მცხოვრები ხალხის მიტოვებას, არამედ რუსეთის განუწყვეტელ ძალადობას ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე", - განაცხადა ანალენა ბერბოკმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press