Foto

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინის პრეზიდენტმა აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ოფიციალური ნაწილი თავდაცვის ეროვნულ უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლით დაიწყო.

ზელენსკიმ აშშ-ის პოლიტიკურ და სამხედრო ხელმძღვანელობას უკრაინისადმი გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ასევე ხაზი გაუსვა საფრთხეს, რომელსაც რუსეთი ევროპისა და დემოკრატიულ სამყაროს წინააღმდეგ აგრძელებს.