Foto

სიიარტო - ევროკომისიას პრაქტიკულად არ აქვს წარმოდგენა, რა გავლენას მოახდენს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება

ევროკომისიის წინადადება უკრაინის შესახებ მოუმზადებელია და ევროკომისიას პრაქტიკულად არ აქვს წარმოდგენა, რა გავლენას მოახდენს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება, - ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ უკრაინელ კოლეგასთან, დმიტრო კულებასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ევროკომისიას არ ჩაუტარებია მოსამზადებელი სამუშაოები, რომელიც უზრუნველყოფდა გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს ორმხრივად მომგებიან საფუძველზე გამართვას.

"ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ გადაუჭრელი პრობლემები, რომლებიც გამოწვეული იყო ევროკომისიის წინა გადაწყვეტილებით მარცვლეულის ტრანზიტის ან უკრაინული სატვირთო მანქანებისთვის ნებართვების გაუქმებით", - განაცხადა სიიარტომ.