ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა დონალდ ტუსკს პოლონეთის პრემიერ-მინისტრად არჩევა მიულოცა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
ლაიენი აღნიშნავს, რომ დონალდ ტუსკის გამოცდილება და მტკიცე ერთგულება "უფრო დამოუკიდებელი ევროპის ასაშენებლად ფასეული იქნება".
„ვულოცავ დონალდ ტუსკს პოლონეთის პრემიერ-მინისტრად არჩევას. თქვენი გამოცდილება და მტკიცე ერთგულება ჩვენი ევროპული ღირებულებებისადმი ფასეული იქნება უფრო დამოუკიდებელი ევროპის აასაშენებლად, პოლონელი ხალხის საკეთილდღეოდ. მოუთმენლად ველოდები თქვენთან მუშაობას, დაწყებული ამ კვირის მნიშვნელოვანი ევროპული საბჭოს სხდომით“, - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.
ცნობისთვის, პოლონეთის სეიმმა პრემიერ-მინისტრად ოპოზიციური კოალიციის ლიდერი დონალდ ტუსკი აირჩია.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press