ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტით მყოფი უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სამხედრო-სამრეწველო კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე, რომელსაც BAE Systems-ის ლიდერები და ამერიკული კონცერნი Boeing-ი, Northrop Grumman-ი, Lockheed Martin-ი, General Dynamics-ი და სხვა კომპანიები ესწრებოდნენ, უკრაინის მთავრობის მეთაურმა ისაუბრა თავდაცვის კერის შექმნის იდეაზე ევროპაში, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე განთავსდება.
"ჩვენ მზად ვართ, სწრაფად დავიწყოთ ამის გაკეთება, რადგან სხვა გზა არ გვაქვს სისტემის შესაცვლელად - ომში ვართ",- თქვა ზელენსკიმ.
პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინა მზად არის და აწარმოებს უფრო მეტ საბრძოლო მასალას და სამხედრო აღჭურვილობას, მაგრამ მას სჭირდება ძლიერი დასავლური კომპანიების დახმარება, რომლებთანაც ჭურვების, არტილერიის, საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და სარაკეტო სისტემების ერთობლივ წარმოებას შეძლებს.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press