აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრის შედეგები სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობას ვერ შეცვლის, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
პესკოვის თქმით, ყველას უნდა ესმოდეს, რომ უკრაინაში ჩასული ათობით მილიარდი დოლარი მას ბრძოლის ველზე რაიმე წარმატების მიღწევაში არ დაეხმარა.
პესკოვმა ასევე აღნიშნა, რომ კრემლი აშშ-ისა და უკრაინის ლიდერების შეხვედრას ყურადღებით დააკვირდება.
„ყველასთვის მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, რომ უკრაინაში ჩასული ათობით მილიარდი დოლარი არ დაეხმარა მას ბრძოლის ველზე რაიმე წარმატების მიღწევაში. დანარჩენი ათეულობით მილიარდი დოლარი, რაც უკრაინას სურს, ასევე განწირული იქნება იმავე ფიასკოსთვის, ჩვენ კარგად გვესმის ეს პროცესი. ეს ვერ შეცვლის ვითარებას ბრძოლის ველზე და ვერც სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობას“, - განაცხადა პესკოვმა.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკის შეერთებულ შტატებში გუშინ, 11 დეკემბერს ჩავიდა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press