Foto

ვოლოდიმირ ზელენსკი კონგრესში მივიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც ვიზიტით ვაშინგტონში იმყოფება, აშშ-ის კონგრესში მივიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული გამოცემა Le Monde ავრცელებს.

კონგრესში დაგეგმილია შეხვედრები აშშ-ის მთავარი საკანონმდებლო ორგანოს სენატორებთან და კონგრესმენებთან.

მანამდე, ვაშინგტონში ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას ზელენსკიმ აღნიშნა, რომ როდესაც თავისუფალი სამყარო ყოყმანობს, სწორედ მაშინ ზეიმობენ დიქტატორები.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკის შეერთებულ შტატებში გუშინ, 11 დეკემბერს ჩავიდა.