უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ვაშინგტონში ვიზიტისთვის ძალიან ზუსტი დროა, არა მხოლოდ რუსეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან გაზრდილი აქტიურობის, არამედ კონგრესში არსებული ვითარების გამო, - ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.
როგორც კირბი აღნიშნავს, ზუსტი დროა, უკრაინელებმა გაიგონ, რომ აშშ უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებას აპირებს.
"ეს შანსია პრეზიდენტისთვის, პრეზიდენტ ზელენსკისგან ბრძოლის ველზე არსებული ვითარების შესახებ გაიგოს, ასევე შანსია ნათელი გავხადოთ პრეზიდენტ ზელენსკისთვის, უკრაინელი ხალხისთვის, რომ მათი მხარდაჭერის გაგრძელებას ვაპირებთ, განსაკუთრებით ასეთ რთულ დროს, რადგან ზამთრის მოახლოებასთან ერთად ახლა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ რუსეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან დრონებითა და რაკეტებით გაზრდილ თავდასხმებს ვხედავთ", - განაცხადა კირბიმ.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკის შეერთებულ შტატებში გუშინ, 11 დეკემბერს ჩავიდა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press