უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სენატორებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სენატის უმრავლესობის ლიდერის, ჩაკ შუმერის განცხადებით, ზელენსკიმ შეხვედრზე ნათლად დაანახა, რამდენად სჭირდება დახმარება და აღნიშნა, რომ თუ უკრაინა დახმარებას მიიღებს, მას ომის მოგება შეუძლია.
„ეს იყო ძალიან ძლიერი შეხვედრა. პრეზიდენტმა ზელენსკიმ ნათლად გვაჩვენა, როგორ სჭირდება დახმარება და თუ დახმარებას მიიღებს, მას შეუძლია, მოიგოს ეს ომი. დაწვრილებით გვაჩვენა, რა სახის დახმარება სჭირდება. ჩვენმა რესპუბლიკელმა კოლეგებმაც კი ისაუბრეს იმაზე, რომ ჩვენ მოვიგებთ ამ ომს, რომ ის გაიმარჯვებს, თუ დავეხმარებით. მეორე მხრივ, მან ნათლად აჩვენა, რომ თუ ჩვენ წავაგებთ, პუტინი გაიმარჯვებს. ეს იქნება ძალიან, ძალიან საშიში. მან ასევე დააფიქსირა კიდევ ერთი მოსაზრება, რომ დახმარება სჭირდება სწრაფად“, - განაცხადა შუმერმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press