უკრაინისადმი ორპარტიული მხარდაჭერისთვის აშშ-ის მადლობელი ვარ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ X-ში (ყოფილ Twitter-ზე) წერს.
როგორც ზელენსკი აღნიშნავს, მან აშშ-ის სენატის წევრებს უკრაინის ამჟამინდელი სამხედრო და ეკონომიკური მდგომარეობა აცნობა და აშშ-ის სასიცოცხლო მხარდაჭერის შენარჩუნების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
"შეერთებული შტატების სენატში მქონდა მეგობრული და გულწრფელი საუბარი. მე ვაცნობე აშშ-ის სენატის წევრებს უკრაინის ამჟამინდელი სამხედრო და ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ, აშშ-ის სასიცოცხლო მხარდაჭერის შენარჩუნების მნიშვნელობაზე და ვუპასუხე მათ კითხვებს. მე მადლობელი ვარ სენატის უმრავლესობის ლიდერის ჩაკ შამერის და რესპუბლიკელთა ლიდერი მაკკონელის, მადლობელი ვარ მათი პირადი ხელმძღვანელობისთვის აშშ-ის კანონმდებლებს შორის უკრაინისადმი ორპარტიული მხარდაჭერისთვის", - წერს ზელენსკი.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press