ისრაელ-„ჰამასის“ ომი თუ არ შეჩერდება, შესაძლოა, ვითარება უკონტროლო გახდეს, შედეგები კი აშშ-ზე იმოქმედებს, - ამის შესახებ განცხადება ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა გაეროში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, თუ ომი არ შეჩერდება მისი გაფართოების შესაძლებლობა სულ უფრო და უფრო გაიზრდება.
„რეგიონში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ თუ ომი არ შეჩერდება, მისი გაფართოების შესაძლებლობა სულ უფრო და უფრო გაიზრდება. მსოფლიო დღეს ხედავს, რომ ღაზის ომმა ახალი განზომილება შეიძინა და ღაზის მხარდასაჭერად მოქმედებენ რეგიონის ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა ლიბანი და იემენი. ეს ვითარება თუ გაგრძელდა, ნებისმიერ დროს შესაძლოა, მოხდეს უკონტროლო და არაპროგნოზირებადი აფეთქება. ეს არის ის, რასაც ამერიკელები დღემდე ვერ ხვდებიან და თუ ამას მალე ვერ გააცნობიერებენ, შედეგები ძლიერ გავლენას მოახდენს აშშ-ზე“, - განაცხადა ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press