სისხლიანი იყო ის ბანერები თუ როგორი იყო, ცალკე თემაა, კარგად ასახავდა ენმ-ს - შეიძლება დაგვჭირდეს, ვნახოთ,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, "ხალხს ენმ-ის სახის შეხსენება მუდმივად სჭირდება".
"სისხლიანი იყო ის ბანერები თუ როგორი იყო, ეს ცალკე თემაა, მაგრამ ეს ბანერები ძალიან კარგად ასახავდა "ნაცმოძრაობის" სახეს... ხალხს სჭირდება მუდმივად "ნაცმოძრაობის" სახის შეხსენება... [2024 წელს] შეიძლება დაგვჭირდეს, არ ვიცი, ვნახოთ...
2018 წელს რაც შეეხება, ეს ["სისხლიანი ბანერები"] არ იყო კონკრეტულად მოშე კლუგჰაფტის იდეა და შესაბამისად ჩვენი არ იყო ეს ბანერები, იყო სხვა პიარკონსულტანტების, რომლებმაც შესაბამის ადამიანებს ურჩიეს ასეთი ბილბორდების გაკვრა. ანუ ეს არ იყო მოშე კლუგჰაფტი და არ იყო შესაბამისად ჩვენი კამპანია",- აცხადებს მმართველი პარტიის ლიდერი.
შეგახსენებთ, ცნობილი ხდება, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მოშე კლუგჰაფტსა და მირი მიქაელთან, როგორც საარჩევნო პერიოდში სტრატეგიულ მრჩევლებთან, კონტრაქტი გააფორმა.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press