Foto

უკრაინის პრეზიდენტი ნორვეგიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ნორვეგიაში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ზელენსკი Telegram-ზე ავრცელებს.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, სკანდინავიის ქვეყნების ლიდერების სამიტში მიიღებს მონაწილეობას, შეხვედრის მთავარი თემა კი თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის განხილვა იქნება.

„ოსლოში „უკრაინა-ჩრდილოეთ ევროპის“ მეორე სამიტში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვედი. ნორვეგიის, დანიის, ისლანდიის, ფინეთისა და შვედეთის ლიდერებთან ერთად ვისაუბრებთ თავდაცვის გაძლიერებაზე, პოლიტიკურ და ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, ჩვენს საერთო ევროპულ მომავალზე. ასევე შევხვდები მის უდიდებულესობას, მეფე ჰარალდ V-ს. ვეწვევი სტორტინგს (ნორვეგიის პარლამენტი), სადაც ნორვეგიელ პოლიტიკოსებს გავესაუბრები.

მადლობას ვუხდი ნორვეგიას ყველა დროული და პრინციპული მხარდაჭერისთვის, რომელიც მან უკრაინას სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან მოყოლებული მიაწოდა", - წერს ზელენსკი.