უკრაინა სწევს დიდ ძალისხმევას, რათა განახორციელოს ის რეფორმები, რომლებიც გზას გაუკვალავს ჩვენი კავშირისკენ, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში მიმდინარე დებატებზე განაცხადა.
ლაიენის თქმით, უკრაინა ევროპულ კავშირს ამ ყველაფრით აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია მისთვის ევროკავშირი და მისი ფასეულობები და აღნიშნა, რომ პარტნიორებმა მათ შესაბამისად უნდა უპასუხონ.
"უკრაინა სწევს დიდ ძალისხმევას, რათა განახორციელოს ის რეფორმები, რომლებიც გზას გაუკვალავს ჩვენი კავშირისკენ. გასულ თვეს ჩვენს მიერ გაკეთებულ მოხსენებაში იდენტიფიცირებულია მკაფიო პროგრესი ყველა მიმართულებით. რეფორმების 90% გატარებული იყო უკვე მოხსენების გამოქვეყნების მომენტში და კიდევ ოთხი პუნქტი დარჩა, რათა ყველაფერი სრულად შესრულდეს. უკრაინა განაგრძობს ყველა მათგანზე მუშაობას.
რადამ ცოტა ხნის წინ მიიღო ორი ანტიკორუფციული კანონი, ასევე კანონი ეროვნულ უმცირესობებზე და ამას მოჰყვა პოზიტიური გამოხმაურებები თავად ეროვნული უმცირესობებისგან და ჩვენი შეფასებაც პოზიტიურია. უკრაინის პარლამენტში ასევე შევიდა ახალი კანონი ოლიგარქების გავლენის შემცირების შესახებ. უკრაინა ამ ყველაფრით გვაჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია მისთვის ევროკავშირი და ჩვენი ფასეულობები და ჩვენ შესაბამისად უნდა ვუპასუხოთ მათ", - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press